გასპაჩოს რეცეპტი

გასპაჩოს რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ უგემრიელესი ესპანური წვნიანი. სასარგებლო და ზაფხულში გასაგრილებელი საშუალება, რომლის მირთმევა ჭიქითაც შეგიძლიათ.

წვნიანი
გასპაჩოს სუპი

მომზადების წესი

1

პომიდორი გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გული, კიტრი გათალეთ და ამოჭერით თესლები, ბულგარული წიწაკა გაჭერით შუაზე და მოაცილეთ თესლები. აიღეთ ერთი ნაჭერი პური და მოაცილეთ ქერქი.

2

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ 1 წუთის განმავლობაში. თუ უფრო თხელი მასის მიღება გსურთ, შეგიძლიათ კიდევ ნახევარი წუთი ამუშაოთ ბლენდერი.

3

დააგემოვნეთ მიღებული მასა და გემოვნებით დაამატეთ მარილი, პილპილი ან ძირა. ამის შემდეგ, ჩაასხით თასში, დალუქეთ და მოათავსეთ მაცივარში 3-4 საათის განმავლობაში.

4

გასპაჩო მიირთვით ცივი და შეგიძლიათ დაამატოთ ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა მწვანილი, ბოსტნეული და არაჟანი. ასევე, შეგიძლიათ შეურიოთ ხამონი.

დრო20წთ
პორცია5
კალორია180
ინგრედიენტები
  • 1 კგ პომიდორი რომა
  • 250 გრ კიტრი
  • 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 1/2 წითელი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ს/კ ღვინის ძმარი
  • 1 ჩ/კ ზღვის მარილი
  • 1/2 ჩ/კ შავი პილპილი
  • 1/2 ჩ/კ დაფქული ძირა
  • 1 ნაჭერი თეთრი პური