ოსპის სუპის რეცეპტი

ოსპის სუპის რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მარტივად მოამზადებთ ამ უგემრიელეს წვნიანს. ეს არის სასარგებლო და ჯანსაღი საკვები ოჯახის ყველა წევრისათვის.

წვნიანი
ოსპის სუპი

მომზადების წესი

1

გააცხელეთ ზეთი დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ნიორი, ხახვი და ხარშეთ 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ნიახური, სტაფილო და მოხარშეთ 7-10 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ დარბილდება.

2

დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, ლიმონის წვენის და მარილის გარდა და გააგრძელეთ მორევა.

3

მოუმატეთ ცეცხლს და მიიყვანეთ ადუღებამდე. მოაცილეთ ზედაპირზე არსებული ქაფი, დააფარეთ თავსახური, შეამცირეთ ცეცხლი და ადუღეთ 35-40 წუთის განმავლობაში, ოსპის დარბილებამდე. ამოიღეთ დაფნის ფოთლები.

4

თუ გათხელება გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი და მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

5

თეფშზე გადაღების შემდეგ მოასხით ცოტა ლიმონის წვენი და შეგიძლიათ მოაყაროთ ოხრახუში. სასურველია მიირთვათ თბილ, კარაქიან პურთან ერთად.

დრო55წთ
პორცია6
კალორია311
ინგრედიენტები
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი, დაჭრილი
  • 2 კბილი ნიორი, დაჭრილი
  • 1 სტაფილო, დაჭრილი
  • 2 ნიახურის ღერო
  • 400 გრ გამხმარი ოსპი
  • 400 გრ დაჭყლეტილი პომიდორი
  • 1.5 ლ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი
  • 1/2 ჩ/კ ქინძის ფხვნილი
  • 1/2 ჩ/კ ძირას ფხვნილი
  • 1.5 ჩ/კ პაპრიკას ფხვნილი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 1 ლიმონი, გაწურული
  • 1/4 ჩ/კ მარილი და პილპილი