ბარდის სუპის რეცეპტი
ეს მარტივი ბარდის სუპის რეცეპტი, რომელიც დამზადებულია ყვითელი და მწვანე ბარდით, არის გემრიელი და ბოჭკოებით მდიდარი.
მომზადების წესი
1
პირველ რიგში, დაჭერით ხახვი, სტაფილო და ნიახური. შემდეგ, ჩაასხით ზეთი ქვაბში და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე.
2
დაამატეთ ხახვი, სტაფილო, ნიახური და ნიორი და ურიეთ სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება, 5-7 წუთი.
3
დაამატეთ ქათმის ბულიონი, ორივე ტიპის ბარდა და სანელებლები. ქვაბს დააფარეთ თავსახური და მიიყვანეთ ადუღებამდე.
4
ადუღების შემდეგ, გააგრძელეთ დუღილი დაბალ ცეცხლე დაახლოებით 2.5 საათი და ხშირად ურიეთ.
5
დასრულების შემდეგ ოდნავ გააციეთ ბარდის სუპი, ათქვიფეთ ხელის ბლენდერით და მიირთვით.
დრო3სთ
პორცია8
კალორია133
ინგრედიენტები
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 2 ჭიქა ხახვი
- 2 ჭიქა სტაფილო
- 2 ჭიქა ნიახური
- 1 ½ ჩ/კ დაფქული ნიორი
- 1 ჭიქა ყვითელი ბარდა
- 1 ჭიქა მწვანე ბარდა
- 8 ჭიქა უცხიმო ქათმის ბულიონი
- 1 ½ ჩ/კ უმარილო სანელებლების ნაზავი
- 1 ჩ/კ მარილი