სოკოს სუპის რეცეპტი
მარტივად მოსამზადებელი სოკოს სუპის რეცეპტი, რომელიც არის არომატებით სავსე და ბოსტნეულით მდიდარი, ჯანსაღი წვნიანი. სასურველია მიირთვათ თბილ პურთან ერთად.
მომზადების წესი
1
სოკოს სუპის მოსამზადებლად დაჭერით სტაფილო, ხახვი, ნიახური, სოკო და ბეგქონდარა.
2
კარაქი გაადნეთ ქვაბში, საშუალო ცეცხლზე და დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები, სოკოს და ბეგქონდარას გარდა. ხარშეთ და ურიეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ისე, რომ ბოსტნეული არ დაიბრაწოს.
3
დაამატეთ სოკო და ბეგქონდარა და ხარშეთ დაახლოებით 5 წუთი. ქვაბში ჩაასხით ქათმის ბულიონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ბოლოს, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
4
მომზადებული სოკოს სუპი გადაიტანეთ ღრმა თეფშებში და მირთმევამდე შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანე ხახვი.
დრო1სთ
პორცია8
კალორია80
ინგრედიენტები
- 2 ს/კ კარაქი
- 1 ჭიქა სტაფილო
- 1 ჭიქა ხახვი
- ½ ჭიქა ნიახური
- 900 გრ სოკო
- 1 ჩ/კ ბეგქონდარა
- 6 ჭიქა ქათმის ბულიონი
- ½ ჭიქა მწვანე ხახვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით