ჩებურეკის რეცეპტი

მარტივი და გემრიელი ჩებურეკის რეცეპტი, რომელიც საქონლის ხორცისგან მზადდება თუმცა, შესაძლებელია მომზადდეს ღორის ხორცთან ერთად.

ცომეული
ოთხი ჩებურეკი თეფშზე

მომზადების წესი

1

დიდ თასში კარგად აურიეთ საქონლის ხორცი, წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 ჩ/კ მარილი და 1/4 ჭიქა წყალი.

2

ტორტილას შუაში მოათავსეთ დაახლოებით 2 ს/კ ხორცის შიგთავსი და გაანაწილეთ ისე, რომ შექმნათ ნახევარწრე და კიდეებზე დატოვეთ პატარა სიცარიელე. შემდეგ კი მჭიდროდ შეკარით ცომი რომ მიიღოთ ნახევარწრე.

3

ტაფაში ჩაასხით ზეთი (დაახლოებით 1.5-2 ჭიქა), მოათავსეთ ორი ჩებურეკი და შეწვით დაბალ ცეცხლზე. თითო მხარის მოსამზადებლად საჭიროა 2-3 წუთი.

4

თეფშზე დააფინეთ სამზარეულოს ხელსახოცი და დადეთ მომზადებული ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. მირთმევამდე გააჩერეთ 5 წუთი.

დრო40წთ
პორცია16
კალორია285
ინგრედიენტები
  • 450 გრ საქონლის ხორცი
  • 1 ტკბილი ხახვი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • ⅓ ჭიქა ოხრახუში
  • ¼ ჭიქა წყალი
  • 16 ტორტილა
  • 2 ჭიქა მცენარეული ზეთი