გუფთის რეცეპტი
არომატული და ნოყიერი გუფთის რეცეპტი, რომელიც იდეალური წვნიანი კერძია ოჯახური სადილისთვის და სტუმრების გასამასპინძლებლად.
მომზადების წესი
1
მზა ფარშს დაუმატეთ 100 გრ ნახევრად მოხარშული ბრინჯი, გატარებული ხახვი, ქინძი, წიწაკა, უცხო სუნელი, მარილი გემოვნებით და კვერცხი. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა ბურთულები.
2
საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით 2 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ ხორცის ბურთულები და დადგით ცეცხლზე. ადუღების შემდეგ დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და დარჩენილი ბრინჯი.
3
ტაფაში მოშუშეთ ხახვი, სტაფილო, უცხო სუნელი და პილპილი. რამდენიმე წუთის შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაუმატეთ გუფთას.
4
გუფთა კიდევ ერთხელ წამოადუღეთ, ჩააჭერით ქინძი, რეჰანი და მარილით გემოვნებით.
დრო2 სთ
პორცია6
კალორია350
ინგრედიენტები
- 2 ლ წყალი
- 1 კგ ფარში
- 160 გრ ბრინჯი
- 3 ხახვი
- 3 კარტოფილი
- 1 სტაფილო
- 1 პომიდორი
- 1 კვერცხი
- 0.5 ჩ/კ უცხო სუნელი
- ქინძი, რეჰანი
- დაფქული წითელი წიწაკა, მარილი