ოსტრის რეცეპტი
სურნელოვანი ოსტრის რეცეპტი, რომელიც გამოირჩევა რბილი ხორცით, სანელებლების არომატით და სიცხარით, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
მომზადების წესი
კუბიკებად დაჭრილი ხორცი ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ დაფნა და დაასხით 180-200 მლ წყალი. ხარშეთ 2 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ბოლოს, გადაწურეთ და ნახარში შეინახეთ.
ხორციან ქვაბში ჩააგდეთ კარაქი, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, აურიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ რამდენიმე წუთი.
შემდეგ დაამატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდვრები, მოურიეთ და ხარშეთ დაახლოებით 5 წუთი.
დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ხმელი ქინძი, ტომატის პასტა, წიწაკა და კარგად აურიეთ.
ბოლოს ჩაასხით ხორცის ნახარში, მოურიეთ და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
ამის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და მოურიეთ. ოსტრი ხარშეთ კიდევ 5 წუთი, დაბალ ცეცხლზე. მიირთვით ცხელი.
- 800 გრ საქონლის ხორცი
- 3 ხახვი
- 4 პომიდორი
- 2 დაფნა
- 2 ნიორი
- 1 ჩ/კ ხმელი ქინძი
- 1 ს/კ ცხარე წიწაკა
- 1 ს/კ ტომატის პასტა
- 90 გრ კარაქი
- მარილი და ოხრახუში