ღომის რეცეპტი

ტრადიციული ღომის რეცეპტი, ქართული, ღერღილისგან დამზადებული კერძი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ყველთან და სხვა გარნირთან ერთად.

კერძები
ღომი

მომზადების წესი

1

გარეცხეთ ღერღილი, ჩაყარეთ ქვაბში და დაფარეთ წყლით. მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე. უნდა მიიღოთ სქელი მასა და თუ გამაგრება შეამჩნიეთ, ამატეთ წყალი და მოურიეთ.

2

სქელი მასის მიღების შემდეგ, დაამატეთ სიმინდის ფქვილი და განაგრძეთ ხარშვა. დრო გამოშვებით ურიეთ, რადგან არ მიიკრას ქვაბმა. როდესაც მიიღებთ სქელ კონსისტენციას, გამორთეთ გაზი.

3

ღომი ამოიღეთ თეფშებზე, სასურველია გამოიყენოთ სველი ჩამჩა ან ჩოგანი. მოათავსეთ 3-4 ნაჭერი ყველი ან სულგუნი თითო თეფშში და მიირთვით ცხელი.

4

გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ ლობიო, კიტრის და პომიდვრის სალათა, საცივი და სხვა.

დრო1 სთ
პორცია8
კალორია500
ინგრედიენტები
  • 1 კგ ღერღილი
  • 300 გრ სიმინდის ფქვილი
  • წყალი
  • სულგუნი ან ყველი