ელარჯის რეცეპტი

უმარტივესი ელარჯის რეცეპტი, რომელიც სამეგრელოს გამორჩეული და ყოველთვის სასურველი კერძია ნებისმიერ სუფრაზე.

კერძები
ელარჯი

მომზადების წესი

1

ღრმა ქვაბში მოათავსეთ ღერღილი და დაფარეთ წყლით. რაც ზედაპირზე ამოვა, გადაყარეთ. გაიმეორეთ პროცესი სანამ ფქვილ საბოლოოდ არ გაირეცხება.

2

დასრულების შემდეგ გარეცხილ ღერღილს დაუმატეთ 1 ლიტრი წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, დროდადრო ურიეთ. როცა ადუღდება, განაგრძეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე 30-35 წუთის განმავლობაში.

3

დაუმატეთ სიმინდის ფქვილი, განაგრძეთ ხარშვა 15 წუთით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. უნდა მიიღოთ ფაფის მსგავსი სქელი მასა.

4

ამასობაში დაჭერით სულგუნი და დაამატეთ ქვაბში. საჭიროა კარგად ამოურიოთ, დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში, რომ ერთმანეთში კარგად აიზილოს.

5

საბოლოოდ უნდა მიიღოთ ღომის მსგავსი, თუმცა, ელასტიკური კონსისტენცია. ელარჯი თეფშზე გადმოიტანეთ სველი ჩოგნით და მიირთვით ცხელი.ავიდან აიცილოთ ელარჯი კოვზზე.

დრო1 სთ 10 წთ
პორცია6
კალორია620
ინგრედიენტები
  • 200 გრ ღერღილი
  • 4 ს/კ სიმინდის ფქვილი
  • 1 კგ სულგუნი