ბანანის ნამცხვრის რეცეპტი
უგემრიელესი ბანანის ნამცხვრის რეცეპტი მარტივი ინსტრუქციით და ინგრედიენტებით დაგეხმარებათ სახლში მოამზადოთ ეს ნამცხვარი.
მომზადების წესი
ღუმელი 135 გრადუსზე გააცხელეთ და საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და ფქვილი. თასში შეურიეთ დაჭყლეტილი ბანანი და ლიმონის წვენი.
საშუალო ზომის თასში აურიეთ ფქვილი, სოდა და მარილი. ათქვიფეთ შაქარი და 3/4 ჭიქა კარაქი ცალკე თასში, 3-4 წუთის განმავლობაში.
ათქვიფეთ კვერცხები სათითაოდ და შეურიეთ 2 ს/კ ვანილი. ფქვილის და კარაქის ნარევი დაამატეთ ბანანის მასას. მიღებული ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმებში.
გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი. გამოცხობის შემდეგ შედგით საყინულეში 45 წუთით, დასატენიანებლად.
კრემის მოსამზადებლად დარჩენილი კარაქი და კრემის ყველი ათქვიფეთ, დაამატეთ დარჩენილი ვანილი, საკონდიტრო შაქარი და ათქვიფეთ გლუვი მასის მისაღებად.
გამოიღეთ ბანანის ნამცხვარი მაცივრიდან, 5-10 წუთით გააჩერეთ და წაუსვით კრემი.
- 1 ½ ჭიქა ბანანი
- 2 ჩ/კ ლიმონის წვენი
- 3 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
- 1 ½ ჩ/კ საცხობი სოდა
- ¼ ჩ/კ მარილი
- 2⅛ ჭიქა შაქარი
- 3 ½ ჭიქა საკონდიტრო შაქარი
- 1 1/4 ჭიქა კარაქი
- 3 კვერცხი
- 3 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
- 1 ½ ჭიქა ნაღები
- 220 გრ ნაღების ყველი