ავოკადოს სალათის რეცეპტი

ძალიან მარტივი ავოკადოს სალათის რეცეპტი, რომლის მომზადებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და არის ჯანსაღი და სასარგებლო.

სალათები
ავოკადოს სალათა კიტრით

მომზადების წესი

1

საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით ავოკადო და კიტრი, ხახვი თხლად, ხოლო ქინძი და კამა წვრილად და მოათავსეთ თასში.

2

მოასხით ზეითუნის ზეთი, ლაიმის წვენი და მოაყარეთ მარილი, პილპილი და წიწაკა. მოურიეთ ხელით, რომ ინგრედიენტები კარგად შეერიოს.

3

ავოკადოს სალათა მირთმევამდე გასინჯეთ და დაუმატეთ მარილი გემოვნებით.

დრო15 წთ
პორცია5
კალორია220
ინგრედიენტები
  • 2 ავოკადო
  • 3 კიტრი
  • 1/4 ხახვი
  • 2 ს/კ კამა
  • 2 ს/კ ქინძი
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 3 ს/კ ლაიმის წვენი
  • 1/4 ჩ/კ წითელი წიწაკა
  • 1/4 ჩ/კ შავი პილპილი
  • 3/4 ჩ/კ მარილი