ხალადეცის რეცეპტი

პოპულარული და გემრიელი ხალადეცის რეცეპტი, რომელიც უხდება ნებისმიერი ტიპის სუფრას და არის შესანიშნავი დამატებითი კერძი.

კერძები
ხალადეცი

მომზადების წესი

1

ღორის თავ-ფეხი მოათავსეთ ქვაბში, დაფარეთ წყლით, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ რამდენიმე წუთი.

2

გადააქციეთ წყალი და ხორცს დაამატეთ სტაფილო, ხახვი, დაფნის ფოთოლი, ნიორი და წიწაკა. დაფარეთ წყლით, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 3 საათი.

3

ადუღების შემდეგ წვენი გადაიტანეთ ცალკე კონტეინერში და შეაზავეთ. ის უნდა იყოს მარილიანი. ხორცს კი მოაცილეთ ძვლები და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

4

დაჭრილი ხორცი მოათავსეთ პატარა თასებში, გემოსთვის შეგიძლიათ დაამატოთ მოხარშული სტაფილოც. ზემოდან დაასხით ნახარში და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.

5

ხალადეცი შეგიძლიათ მიირთვათ მდოგვთან ან ძმართან ერთად და გაამდიდრეთ თქვენი საახალწლო სუფრა.

დრო4 სთ 15 წთ
პორცია6
კალორია230
ინგრედიენტები
  • ღორის თავ-ფეხი
  • 2 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 2 კბილი ნიორი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი