იდეალის რეცეპტი
საოცრად გემრიელი იდეალის რეცეპტი, ნამცხვარი რბილი ფაქტურით, რომელიც არის უტკბესი და დაამშვენებს ნებისმიერი ტიპის სუფრას.
მომზადების წესი
1
პირველ რიგში, ცომის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ სოდა და ძმარი, თაფლი, ნახევარი ჭიქა ნიგოზი და აურიეთ.
2
შემდეგ დაამატეთ იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. იდეალის ცომი არ უნდა იყოს ზედმეტად სქელი, მაგრამ არ უნდა გეწებებოდეთ ხელზე.
3
გააბრტყელეთ ცომი, შეგიძლიათ გაუკეთოთ წვრილი ნახვრეტები და გამოაცხვეთ ფირფიტები.
4
რაც შეეხება კრემს, მის მოსამზადებლად მოხარშული შედედებული რძე ათქვიფეთ ვანილთან და კარაქთან ერთად, წაუსვით გამომცხვარ ფენებს და დაადეთ ერთმანეთზე.
5
იდეალი მზად არის და ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ნიგოზი, შოკოლადის ნატეხები ან კაკაო.
დრო1 სთ 30 წთ
პორცია10
კალორია300
ინგრედიენტები
- 5 კვერცხი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 1 ქილა შესქელებული რძე
- 200 გრ კარაქი
- 3 ს/კ თაფლი
- 2 ჭიქა შაქარი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ ძმარი
- ფქვილი და ვანილი