სამარხვო კექსის რეცეპტი

ფაფუკი სამარხვო კექსის რეცეპტი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ კაკაო, ფორთოხლის ან სხვა ხილის წვენი და სულ რამდენიმე დამატებითი ინგრედიენტი.

ნამცხვრები
კაკაოს სამარხვო კექსი

მომზადების წესი

1

საშუალო ზომის თასში ერთმანეთში კარგად აურიეთ ზეთი და შაქარი, შემდეგ დაამატეთ ფორთოხლის წვენი, სოდა და კიდევ ერთხელ აურიეთ.

2

ძმარი აურიეთ დაახლოებით ნახევარ ჭიქა წყალში და ჩაასხით თასში არსებულ მასას და მოურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

3

ბოლოს კი დაუმატეთ კაკაო და ფქვილი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა მოათავსეთ სასურველ საცხობ ფორმაში.

4

ღუმელი გააცხელეთ 170-175 გრადუსზე, შედგით სამარხვო კექსი და გამოაცხვეთ ერთი საათის განმავლობაში. ყურადღებით იყავით, რომ არ დაიწვას.

5

გამოცხობის შემდეგ კი, შეგიძლიათ მორთოთ ხილით, თხილეულით, ქიშმიშით ან მოასხათ სასურველი სიროფი ან მინანქარი.

დრო1 სთ 30 წთ
პორცია12
კალორია240
ინგრედიენტები
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 6 ს/კ კაკაო
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ს/კ სოდა
  • 1 ს/კ ვანილი
  • 250 მლ ფორთოხლის წვენი
  • 1/4 ჭიქა ზეთი
  • 2 ს/კ ძმარი