იტალიური სამზარეულო გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საკვები – ეს არის იტალიის კულტურის, ისტორიისა და ცხოვრების წესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
ყველა კერძი უკავშირდება რაღაც ისტორიას, იქნება ეს მარტივი, ქუჩის საკვები თუ დახვეწილი, არომატებით გაჟღენთილი კერძი.
ამ ქვეყნის სამზარეულო აფასებს სიმარტივეს და იყენებს მრავალფეროვან ინგრედიენტებს.
იტალიური სამზარეულოს ისტორია

იტალიურ სამზარეულოს უძველესი ფესვები აქვს და ის რომის იმპერიას უკავშირდება, სადაც საკვები მოიცავდა პურს, ყველს, ღვინოს და ზეითუნის ზეთს.
სხვადასხვა ტერიტორიის დაპყრობის შედეგად, შემოვიდა განსხვავებული ინგრედიენტები, შეიქმნა კერძის მომზადების მრავალფეროვანი ტექნიკები და ჩამოყალიბდა იტალიური კვების კულტურა.
შუა საუკუნეებში რეგიონული განსხვავებები გაჩნდა, როდესაც ქალაქებმა და რეგიონებმა განავითარეს განსხვავებული კვების ტრადიციები. რენესანსის პერიოდმა დახვეწა იტალიური გასტრონომია, შემოიტანა ახალი ტექნიკა და მდიდრული ინგრედიენტები.
XIX-XX საუკუნეებში იტალიამ გააერთიანა სხვადასხვა კულინარიული პრაქტიკა, გლობალურმა ვაჭრობამ და იმიგრაციამ კი ხელი შეუწყო იტალიური კერძების გავრცელებას მთელს მსოფლიოში, მაგალითად, პიცა.
რეგიონული განსხვავებები
იტალიური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია და ვხვდებით განსხვავებულ ტრადიციებს და წესებს რეგიონების მიხედვით. თითოეულ გეოგრაფიულ მონაკვეთს გააჩნია უნიკალური ტექნიკა, გემო და საფირმო კერძები.
მაგალითად, ჩრდილოეთზე გავლენას ახდენს გრილი კლიმატი და საფრანგეთთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან სიახლოვე. ფართოდ გამოიყენება კარაქი, ნაღები და ყველი. აქ ხშირი გამოყენება აქვს ბრინჯს და ცნობილია ხორციანი ღვეზელებით.
ცენტრალური რეგიონები, როგორიცაა ტოსკანა, უმბრია და ლაციო, ცნობილია ზეითუნის ზეთის გამოყენებით კარაქს და კერძებში ხშირად გვხვდება პარკოსნები, ხორცი, სოკო და ახალი მწვანილი. ასევე, აქ პოპულარულია კარბონარა და თუ მისი მომზადება გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი კარბონარას რეცეპტი.
იტალიის სამხრეთის სამზარეულო ძალიან ცოცხალია და იგრძნობა ხმელთაშუა ზღვის გავლენა. ინგრედიენტების ბირთვს შეადგენს პომიდორი, ბადრიჯანი, ზეთისხილი, კაპარი და ზღვის პროდუქტები. ასევე, სამხრეთი არის ნეაპოლიტანური პიცის და სხვადასხვა ჯიშის მაკარონის სამშობლო.
რაც შეეხება კუნძულებს, სიცილია აერთიანებს იტალიურ, არაბულ და ესპანურ არომატებს, ხოლო სარდინია გამოირჩევა უნიკალური ყველით, პურით და ზღვის პროდუქტებით, რომლებიც იშვიათად გვხვდება სხვა რეგიონებში.
მახასიათებლები
როგორც სტატიის დასაწყისში აღინიშნა, იტალიის სამზარეულო მიჰყვება რამდენიმე მარადიულ პრინციპს – სიმარტივე, ხარისხიანი ინგრედიენტები და ტრადიციის პატივისცემა.
იტალიელებს ურჩევნიათ მოამზადონ ის, რაც ახალი და სეზონურია და პროდუქციაც ადგილობრივი აქვთ. ზეითუნის ზეთი ძირითადი ცხიმია, ხოლო მწვანილი, როგორიცაა რეჰანი, ორეგანო და როზმარინი, კერძებს არომატით ამდიდრებს.
რაც შეეხება ყველს, ის განსხვავდება რეგიონების მიხედვით და გვხვდება ისეთი სახეობები, როგორიცაა ჩრდილოეთის პარმიჯანო (პარმეზანი) და სამხრეთის პეკორინო.
მაკარონს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იტალიურ სამზარეულოში და განსხვავებას ვხედავთ რეგიონების მიხედვით. ახალი კვერცხის მაკარონი პოპულარულია ჩრდილოეთში, ხოლო ხმელი სემოლინას მაკარონი დომინირებს სამხრეთში.
რაც შეეხება მომზადების წესებს და მეთოდებს, იტალიელებს უყვართ სიმარტივე. ზოგადი წარმოდგენისთვის, შეიძლება გამოიყოს:
- ნელი დუღილი და ხარშვა სოუსებისთვის
- ხორცის და ზღვის პროდუქტების შეწვა შეშაზე ან ნახშირზე
- პიცის და პურის ქვის ღუმელებში გამოცხობა
- მაკარონის (პასტა) ხელით დამზადება და გაბრტყელება
რა თქმა უნდა, კერძების და სალათების გარდა, იტალიური სამზარეულო მდიდარია ტკბილეულით, დესერტებით და ასევე, სუფრის განუყოფელი ნაწილია ღვინო.
იტალიური სამზარეულოს გამორჩეული კერძები

იტალია ერთ-ერთი უმდიდრესი და გამორჩეული ქვეყანა კერძების მრავალფეროვნებით. თითოეული კერძი ასახავს რეგიონს, ისტორიას და ფილოსოფიას, რომელიც აფასებს სიმარტივეს და არომატს.
ბოლონეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაკარონის სოუსია. ეს არის მოხარშული ხორცის სოუსი, რომელიც მზადდება შერეული ფარშით და შეიცავს სხვადასხვა ინგრედიენტებს – ნიახური, პომიდორი, ღვინო და სხვ.
დესერტებიდან გამოსარჩევია ტირამისუ, რომელიც ჩრდილოეთ რეგიონის ტრადიციების სიმბოლოა. ის მოდის ვენეტოს რეგიონიდან და შეიცავს ყავით გაჟღენთილი ფენებს და აქვს ძალიან ნაზი ფაქტურა. ტირამისუს რეცეპტი დაგეხმარებათ მარტივად მოამზადოთ ეს უგემრიელესი ტკბილეული.
კალცონე კიდევ ერთი გამორჩეული ქმნილებაა, რომელიც წარმოიშვა ნეაპოლიდან. ეს არის ერთგვარი დაკეცილი პიცა და შეიცავს მოცარელას, შემწვარ ხორცს და სხვა ინგრედიენტებს. მისი მომზადება შეგიძლიათ კალცონეს რეცეპტის დახმარებით.
კიდევ ერთი ცნობილი კერძია ლაზანია, რომლის მომზადებაც საკმაოდ მარტივია ლაზანიას რეცეპტით. მისი სხვადასხვა ვერსია არსებობს რეგიონის მიხედვით და ყველაზე ცნობილია ემილია-რომანიას ვარიანტი.
გარდა ამისა, გამოსარჩევია ისეთი საჭმელები, როგორიცაა რიზოტო, ოსობუკო, ფოკაჩია და რა თქმა უნდა პიცა, რომლის უამრავი ვერსია არსებობს.
შეჯამება
ასე, რომ იტალიური სამზარეულო არის ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი და თითო კერძი ასახავს სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ კულტურას და მახასიათებლებს. ეს არის არომატით სავსე და სიმარტივით შთაგონებული საჭმელები.