ბროკოლის სუპის რეცეპტი

ბროკოლის სუპი არის ჯანსაღი და გემრიელი წვნიანი, რომელიც იდეალურია დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ბროკოლის სუპის ეს რეცეპტი გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას და ინგრედიენტების ჩამონათვალს მარტივად მოსამზადებლად.

წვნიანი
ბროკოლის სუპი ლურჯ ჯამში, ყავისფერ ზედაპირზე

მომზადების წესი

1

გაადნეთ კარაქი დიდ ქვაბში საშუალო მაღალ ცეცხლზე. დაამატეთ ხახვი და ნიორი, მოთუშეთ 2 წუთის განმავლობაში, ხახვის დარბილებამდე.

2

დაუმატეთ ბულიონი, წყალი, ბროკოლი, კარტოფილი, მარილი და პილპილი. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაახურეთ თავსახური, შეამცირეთ ცეცხლი საშუალოზე და მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში.

3

გამორთეთ ღუმელი, მაგრამ ქვაბი დატოვეთ ღუმელზე. ხელის ბლენდერით აურიეთ პიურე სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

4

შემდეგ შეურიეთ ნაღები და დაუმატეთ თითო-თითო მუჭა ყველი. ინგრედიენტების დამატებისას თან ურიეთ, რომ უფრო ადვილად შეერიოს ერთმანეთს.

5

ბოლოს, გასინჯეთ და გემოვნების მიხედვით დაამატეთ მარილი. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გადაანაწილოთ პორციები თასებში და მიირთვათ.

დრო30წთ
პორცია5
კალორია366
ინგრედიენტები
  • 1 ს/კ კარაქი
  • 2 კბილი დაჭრილი ნიორი
  • 1 დაჭრილი ხახვი
  • 1 ლ ქათმის ბულიონი
  • 325 მლ წყალი
  • 700 გ ბროკოლი
  • 2 კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი
  • ¾ ჩ/კ მარილი
  • ¼ ჩ/კ შავი პილპილი
  • 150 გრ გახეხილი ჩედარის ყველი
  • 165 მლ ნაღები ან რძე