კაკაოს ნამცხვრის რეცეპტი
სახლში მომზადებული კაკაოს ნამცხვრის რეცეპტი, ფაფუკი და ნოტიო ნამცხვარი შოკოლადის არომატით ჩაისთან და ყავასთან მისაყოლებლად.
მომზადების წესი
1
გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე და საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.
2
თასში აურიეთ შაქარი, ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი. დაუმატეთ კვერცხი, რძე, ზეთი და ვანილი. მიქსერით ურიეთ 2 წუთის განმავლობაში, საშუალო სიჩქარით.
3
შეურიეთ მდუღარე წყალი და მოურიეთ რომ ძალიან თხელი არ იყოს. ბოლოს კი ჩაასხით საცხობ ფორმებში.
4
გამოაცხვეთ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და კაკაოს ნამცხვარი დატოვეთ ფორმებში 10 წუთით. ბოლოს ამოიღეთ და გააგრილეთ ბოლომდე.
დრო1 სთ
პორცია24
კალორია160
ინგრედიენტები
- ¾ ჭიქა კაკაო
- 2 ჭიქა თეთრი შაქარი
- 1 ¾ ჭიქა უნივერსალური ფქვილი
- 1 ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ½ ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ მარილი
- 2 დიდი კვერცხი
- 1 ჭიქა რძე
- ½ ჭიქა მცენარეული ზეთი
- 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი