კუსკუსის სუპის რეცეპტი

უგემრიელესი და არომატული კუსკუსის სუპის რეცეპტი, ქათმის ხორცით და სხვადასხვა ბოსტნეულით. მისი მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია.

წვნიანი
კუსკუსის სუპი

მომზადების წესი

1

საშუალო ცეცხლზე ქვაბით დადგით ზეითუნის ზეთი და გაცხელების შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ნიახური, გახეხილი სტაფილო და 1/4 ჩ/კ მარილი და პილპილი. მოშუშეთ და ურიეთ 5-7 წუთის განმავლობაში.

2

ამის შემდეგ, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, გახეხილი ჯანჯაფილი, ქარის ფხვნილი, კურკუმა და ქონდარა. შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ მარილი და პილპილი. ურიეთ 1 წუთი და დაამატეთ ქათმის ხორცი, ბულიონი და დაფნა.

3

წვნიანი მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ შეურიეთ კუსკუსი. მიიყვანეთ ადუღებამდე, შეამცირეთ ცეცხლი და თავდახურული მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, კუსკუსის დარბილებამდე და ხორცის მოხარშვამდე.

4

კუსკუსის სუპი გადმოდგით ცეცხლიდან, ამოიღეთ ქათმის მკერდი, დაჭერით წვრილად და ბარდასთან და ოხრახუშთან ერთად ჩააბრუნეთ ქვაბში და კარგად აურიეთ.

5

სურვილისამებრ, შეიძლება დაამატოთ ლიმონის წვენი სიმჟავისთვის. გადაიტანეთ თეფშებში და მიირთვით თბილ ან გახუხულ პურთან ერთად.

დრო1 სთ
პორცია6
კალორია280
ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა კუსკუსი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი
  • 1 ჭიქა ნიახური
  • 1 ჭიქა სტაფილო
  • 1 ს/კ ნიორი
  • 2 ჩ/კ ჯანჯაფილი
  • 1/2 ჩ/კ ქარის ფხვნილი და კურკუმა
  • 1/4 ჩ/კ ხმელი ქონდარა
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 450 გრ ქათმის მკერდი
  • 7 ჭიქა ქათმის ბულიონი
  • 2 ს/კ ოხრახუში
  • 3/4 ჭიქა ბარდა
  • პილპილი და ზღვის მარილი