ლანგოსის რეცეპტი
ლანგოსის რეცეპტი, რომელიც არის ძალიან გემრიელი ტრადიციული უნგრული ცომისგან დამზადებული კერძი კარტოფილის შიგთავსით.
მომზადების წესი
მოხარშული და დაჭყლეტილი კარტოფილი მოათავსეთ თასში საფუართან, შაქართან, ზეთთან, მარილთან და რძესთან ერთად. ინგრედიენტები აზილეთ ერთმანეთში.
ამის შემდეგ მოზილეთ ცომი (ის უნდა იყოს რბილი), გადაიტანეთ დაზეთილ თასში და გადააფარეთ სამზარეულოს ტოლო. ცომი ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ 1 საათით.
ამის შემდეგ, ცომი გაყავით ოთხ ნაწილად, გააკეთეთ ოთხი ბურთულა, მოათავსეთ ფქვილიან დაფაზე, გადააფარეთ და გააჩერეთ 20 წუთი. ამასობაში, ტაფით გააცხელეთ მზესუმზირას ზეთი (დაახლოებით 0.5-1 ჭიქა) 180 გრადუსზე.
ლანგოსის თითოეული ბურთი გააბრტყელეთ, ოდნავ გაწელეთ და შეწვით ზეთში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. ზეთიდან ამოღების შემდეგ წაუსვით დაჭყლეტილი ნიორი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- 2 მოხარშული კარტოფილი
- 2 ½ ჩ/კ საფუარი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 210 გრ ფქვილი
- 1 ჩ/კ ზეთი
- 3/4 ჩ/კ მარილი
- 120 მლ რძე
- მზესუმზირას ზეთი
- 2 კბილი ნიორი
- არაჟანი
- გახეხილი ყველი