ქადის რეცეპტი
ყველასთვის საყვარელი ქადის რეცეპტი, უგემრიელესი ნამცხვარი რომელიც საკმაოდ მარტივად მზადდება და უხდება ნებისმიერი ტიპის სუფრას.

მომზადების წესი
თასში მოათავსეთ ოდნავ დარბილებული, 500 გრ მარგარინი, 2 ჭიქა ფქვილი მოზილეთ. შემდეგ დაამატეთ სოდა, ძმარი, ერთი კვერცხი, მაწონი და კარგად მოზილეთ.
კარგად შერევის შემდეგ, დაამატეთ ცოტა ფქვილი და მოზილეთ ცომი. შემდეგ რამდენჯერმე გააბრტყელეთ, გადაახვიეთ და მოზილეთ.
შიგთავსის მოსამზადებლად 2 ჭიქა ფქვილი, შაქარი, დარჩენილი მარგარინი და ვანილი მოათავსეთ ტაფაზე, ძალიან დაბალ ცეცხლზე და ურიეთ სანამ მარგარინი ბოლომდე არ გადნება.
მომზადებული ცომი გააბრტყელეთ, ზემოდან დაადეთ შიგთავსი, გადაახვიეთ რულეტის სტილში და სასურველია ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოაყაროთ შაქარი.
ქადა გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, 170-180 გრადუსზე, სანამ მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობას არ მიიღებს.
- 550 გრ მარგარინი
- 500 მლ მაწონი
- 3 ჭიქა შაქარი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 2 კვერცხი
- 1 ჩ/კ სოდა
- 1 ვანილი
- ძმარი