ქათმის ბულიონის რეცეპტი

გემრიელი და არომატული ქათმის ბულიონის რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად მოამზადოთ წვნიანი კერძი მთელი ოჯახისთვის.

წვნიანი
ქათმის ბულიონი

მომზადების წესი

1

პირველ რიგში, ქათამი დაჭერით საშუალო ან პატარა ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაფარეთ წყლით და მოხარშეთ. ხარშვის დროს, პერიოდულად მოაცილეთ ქაფი.

2

სანამ ბოლომდე მოიხარშება, დაამატეთ ხახვი, ბრინჯი, ნიორი და ჩააჭერით სტაფილო. ასევე, დაამატეთ მწვანილი და მარილი გემოვნებით.

3

ადუღეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და მას შემდეგ რაც ბრინჯი მოიხარშება, ქათმის ბულიონი მზად არის.

დრო1 სთ 20 წთ
პორცია5
კალორია250
ინგრედიენტები
  • 1 ქათამი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 ჭიქა ბრინჯი
  • მარილი
  • კამა
  • ოხრახუში