ქათმის წვნიანის რეცეპტი
უგემრიელესი ქათმის წვნიანის განახლებული რეცეპტი, რომელიც ნამდვილად შეგაყვარებთ თავს. გამორჩეულია კონსისტენციით და მოსამზადებლადაც მარტივია.
მომზადების წესი
1
დაჭერით ქათმის ხორცი სასურველ ნაჭრებად, სტაფილო კუბიკებად, ხახვი წვრილად, წიწაკა ზოლებად.
2
გააცხელეთ კარაქი ქვაბში და მოშუშეთ ხახვი 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ სტაფილო და წიწაკა, შეწვით 5-7 წუთი.
3
ჩაყარეთ ფქვილი და კარგად აურიეთ 2-3 წუთი. თანდათანობით დაასხით ბულიონი, მუდმივად ურიეთ 5 წუთის განმავლობაში.
4
დაამატეთ ქათმის ხორცის ნაჭრები, აადუღეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი.
5
ჩაასხით ნაღები, დაამატეთ სანელებლები და მწვანილი, ხარშეთ კიდევ 5 წუთი.
დრო1 სთ 10 წთ
პორცია4
კალორია400
ინგრედიენტები
- 500 გ ქათმის ხორცი
- 2 ც სტაფილო
- 1 ც ხახვი
- 1 ც ბულგარული წიწაკა
- 2 ს/კ კარაქი
- 2 ს/კ ფქვილი
- 1 ლ ქათმის ბულიონი
- 200 მლ ნაღები (15-20%)
- ოხრახუში, კამა
- მარილი, პილპილი, დაფქული პაპრიკა