სამოსას რეცეპტი
ხრაშუნა და გემრიელი სამოსა, სავსე ცხარე კარტოფილით და ინდური სუნელებით. ამ სამოსას რეცეპტით შეძლებთ მოამზადოთ უგემრიელესი ვეგანური აპეტაიზერი.
მომზადების წესი
დიდ თასში აურიეთ ფქვილი, ინდური კვლიავი, მარილი და შეზილეთ ზეთში 3-4 წუთის განმავლობაში. თანდათანობით დაამატეთ დაახლოებით 6 ს/კ წყალი, რომ მიიღოთ მყარი ცომი. დააფარეთ სველი ქსოვილით და გააჩერეთ 40 წუთი.
მოხარშეთ და გახეხეთ კარტოფილი. ზეთში მოშუშეთ ძირა, კამა, დაქუცმაცებული ქინძი, ჯანჯაფილი, მწვანე წიწაკა და ზეთში. დაუმატეთ გახეხილი კარტოფილი, ბარდა, ქინძის ფხვნილი, გარამ მასალა, გამხმარი მანგოს ფხვნილი, წითელი წიწაკის ფხვნილი და მარილი. კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
ცომი გაყავით 7 ნაწილად, გააბრტყელეთ და თითოეული წრიული ფორმის ცომი გაჭერით შუაზე. შემდეგ, კი მიღებულ ნახევარწრეებს მიეცით კონუსის ფორმა. კონუსის წვერთან დატოვეთ ღრმული, ხოლო ქვედა მხარე დალუქეთ.
თითოეული კონუსი შეავსეთ 1-2 სუფრის კოვზი კარტოფილის ნარევით და ღია ნაწილი დალუქეთ წყლის საშუალებით. თქვენ უნდა მიიღოთ სამკუთხა ფორმის ცომი შიგთავსით.
ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი დაბალ ცეცხლზე. გაცხელების შემდეგ დაამატეთ 4-5 სამოსა და შეწვით 10-12 წუთის განმავლობაში. მან უნდა მიიღოს ღია ყავისფერი შეფერილობა და გახდეს მკვრივი.
მოუმატეთ ცეცხლს და გააგრძელეთ შეწვა სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს, დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. თითო პარტიის შეწვის საერთო დრო სასურველია იყოს 20 წუთი.
ამის შემდეგ, ამოიღეთ სამოსას ნაჭრები ზეთიდან, გადაწურეთ ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად და ოდნავ გააციეთ სანამ მიირთმევთ.
- 260 გრ უნივერსალური ფქვილი
- 1 ჩ/კ ინდური კვლიავი
- 1/4 ჩ/კ მარილი
- 6 ს/კ ზეთი
- 4 კარტოფილი
- 1 ჩ/კ ძირას თესლი
- 1 ჩ/კ ცერეცოს თესლი
- 2 ჩ/კ ქინძის თესლი
- 1 ჩ/კ ჯანჯაფილი
- 1 მწვანე წიწაკა
- 1/4 ჩ/კ ასაფეტიდა
- 130 გრ ბარდა
- 1 ჩ/კ ქინძის ფხვნილი
- 1/2 ჩ/კ გარამ მასალა
- 1/2 ჩ/კ გამხმარი მანგოს ფხვნილი
- 1/4 ჩ/კ წითელი ჩილის ფხვნილი
- 3/4 ჩ/კ მარილი