სატაცურის სუპის რეცეპტი
სატაცურის სუპის რეცეპტი, მწვანე და ძალიან გემრიელი ბოსტნეულის წვნიანი რომელიც მზადდება სწრაფად და დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი.
მომზადების წესი
1
ქვაბში გაათბეთ კარაქი და ზეთი აქაფებამდე და შეწვით სატაცურის წვერები დასარბილებლად, რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და გადადეთ გვერდზე.
2
ქვაბში დაამატეთ დაჭრილი ხახვი , სატაცურის ღეროები, დაჭყლეტილი ნიორი და მოხარშეთ 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.
3
დაამატეთ ისპანახი და ბოსტნეულის ბულიონი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ბოლოს ათქვიფეთ ხელის ბლენდერით.
4
სატაცურის სუპი ჩაასხით ჯამებში, დაამატეთ მცენარეული და ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ სატაცურის შემწვარი წვერები და მიირთვით პურთან ერთად.
დრო25 წთ
პორცია4
კალორია100
ინგრედიენტები
- 25 გრ კარაქი
- 350 გრ სატაცურის ღერი
- 3 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 2 დიდი ისპანახი
- 700 მლ ბოსტნეულის ბულიონი
- ზეითუნის და მცენარეული ზეთი
- პური