შოკოლადის რულეტის რეცეპტი

შოკოლადის რულეტის რეცეპტი, რომლის დახმარებით შეძლებთ მოამზადოთ ტკბილი და ფუმფულა ნამცხვარი კრემიანი შიგთავსით.

ნამცხვრები
დაჭრილი შოკოლადის რულეტი

მომზადების წესი

1

გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოათავსეთ საცხობი პერგამენტი.

2

კვერცხის ცილა, ლიმონის წვენი და ცოტა მარილი ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი და ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი შაქარი თითო-თითო კოვზით (მოიტოვეთ 30 გრ), სანამ მასა არ გახდება სქელი.

3

დაუმატეთ კაკაო და სიმინდის სახამებელი. მიღებული მასა მოათავსეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში. გასაციებლად დატოვეთ ფორმაში.

4

შიგთავსის მოსამზადებლად შოკოლადი და ნაღები მოათავსეთ ცეცხლგამძლე თასში, ჩადეთ მდუღარე წყალში და ურიეთ სანამ არ გადნება. გადმოდგით და დატოვეთ ოთახის ტემპერატურამდე. კრემის შიგთავსისთვის, ათქვიფეთ ნაღები და 30 გრ შაქარი.

5

ამოიღეთ ფორმიდან და მოაცილეთ პერგამენტი. გაჭერით ხაზი, კიდიდან 2 სმ დაშორებით. წაუსვით შოკოლადის შიგთავსი და კრემი, შემდეგ მოასხით კარამელის სოუსის უმეტესი ნაწილი. მოაყარეთ ზღვის მარილი და და შიგთავსი კარგად გადაანაწილეთ დანით.

6

ამის შემდეგ, გადაახვიეთ და შოკოლადის რულეტი მზად არის. შეგიძლიათ მოასხათ დარჩენილი კარამელის სოუსი.

დრო1 სთ
პორცია8
კალორია450
ინგრედიენტები
  • 5 კვერცხის ცილა
  • 250 გრ შაქარი
  • 60 გრ კაკაო
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 250 მლ ორმაგი კრემი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
  • 100 გრ კარამელის სოუსი
  • ზღვის მარილი
  • მცენარეული ზეთი