სტრომბოლის რეცეპტი
უგემრიელესი იტალიური სტრომბოლის რეცეპტი, რომელიც მზადდება რამდენიმე სახის ყველისგან, ხორცისგან და არის დელიკატური ცომეული. შეიგრძენით ნამდვილი იტალიური გემო.
მომზადების წესი
1
ღუმელი გააცხელეთ 175 გრადუსზე. ხის საჭრელ დაფაზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი მართკუთხა ფორმებად, დაახლოებით 20×30 სმ.
2
გამდნარი კარაქი შეურიეთ დაჭყლეტილ ნიორს, ათქვიფეთ და წაუსვით ცომს. ამის შემდეგ, ხორცი და ყველი დაალაგეთ ცომზე.
3
მჭიდროდ გადაახვიეთ ცომი და ინგრედიენტები და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე.
4
ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი ფუნჯის დახმარებით და მოაყარეთ იტალიური სუნელი და დაფქული ნიორი.
5
შედგით ღუმელის ქვედა თაროზე და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ პარმეზანი და კიდევ გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.
დრო40წთ
პორცია9
კალორია639
ინგრედიენტები
- 700 გრ პიცის ცომი
- 8 ნაჭერი ლორი
- 8 ნაჭერი კაპოკოლო
- 8 ნაჭერი პროვოლონის ყველი
- 8 ნაჭერი მოცარელა
- 8 ნაჭერი სალიამი
- 8 ნაჭერი პროშუტინი
- 2 ს/კ კარაქი
- 1/2 ჩ/კ ნიორი
- 1 ათქვეფილი კვერცხი
- 1 ს/კ იტალიური სუნელი
- 1 ს/კ დაფქული ნიორი
- პარმეზანი
- ახალი რეჰანი და ოხრახუში
- მარინარას სოუსი