პიცის რეცეპტი
პიცა, მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული იტალიური ცომეული, უხდება ყველა სიტუაციას. ეს პიცის რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ პიზა ხრაშუნა ქერქით და კარგად შეზავებული ინგრედიენტებით.
მომზადების წესი
პატარა თასში გახსენით შაქარი თბილ წყალში და დაამატეთ საფუარი. გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში, სანამ წყლის ზედაპირზე ბუშტები და ქაფი არ წარმოიქმნება.
დიდ თასში აურიეთ ფქვილი და მარილი, შუაში გააკეთეთ ღრმული და დაამატეთ ზეითუნის ზეთი და საფუვრის მიქსი. ურიეთ 10-15 წუთი, რადგან ცომი გახდეს გლუვი და შემდეგ გააკეთეთ გუნდა.
ჯამის შიგთავსს წაუსვით ზეითუნის ზეთი, შიგნით მოათავსეთ ცომი, შეფუთეთ და ცომის ამოსასვლელად გააჩერეთ მინიმუმ 1 საათი. თუმცა, რამდენიმე საათი უკეთეს შედეგს მოგცემთ.
ამის შემდეგ, პიცის ცომი მოათავსეთ ფქვილიან ზედაპირზე, გაჭერით 4 თანაბარ ნაწილად და გააკეთეთ 4 გუნდა. თითოეული ცომის გუნდა შეფუთეთ სამზარეულოს ტილოში და გააჩერეთ 30-60 წუთი.
ამასობაში, მოამზადეთ ტომატის სოუსი, რისთვისაც დაგჭირდებათ დაკონსერვებული პომიდორი და 1 ს/კ კოშერის მარილი. აურიეთ, რომ მიიღოთ გლუვი სოუსი.
ღუმელი გააცხელეთ 230-260 გრადუსზე, მოათავსეთ პიცის საცხობი ქვა და ზემოდან დაადეთ საცხობი ფურცელი. გაითვალისწინეთ, რომ ზედაპირი უნდა იყოს ბრტყელი.
თხლად გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი, საცხობ ფირფიტაზე მოაყარეთ სემოლინის ფქვილი. გაბრტყელებულ ცომზე მოასხით ტომატის სოუსი და სხვა სასურველი ინგრედიენტები.
მოათავსეთ პიცა გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი და ყველი ოქროსფერი შეფერილობის არ გახდება. გამოცხობის შემდეგ, შეგიძლიათ მოაყაროთ დამატებითი ინგრედიენტები.
- 600 მლ თბილი წყალი
- 1 ს/კ შაქარი
- 2 ჩ/კ საფუარი
- 875 გრ უნივერსალური ფქვილი
- 6 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ½ ჩ/კ კოშერის მარილი
- 1 ს/კ კოშერის მარილი (სოუსისთვის)
- 30 გრ სემოლინის ფქვილი
- 795 გრ დაკონსერვებული მთლიანი პომიდორი