მუცლის ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლება საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელია საერთო ჯანმრთელობისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ცხიმის შემცირებამ შეიძლება შეამციროს ტიპი 2 დიაბეტის, გულის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკი.
არ არსებობს ჯადოსნური საკვები ან კონკრეტული მეთოდი, რომელსაც შეიძლება მუცლის გასახდომი დიეტა ვუწოდოთ. თუმცა, სწორი კვება ვარჯიშთან და კარგ ძილთან ერთად მოგცემ დადებით შედეგს.
რა არის მუცლის გასახდომი დიეტა
როგორც აღინიშნა, არ არსებობს მუცლის გასახდომი კონკრეტული დიეტა. აქ იგულისხმება ისეთი საკვების მიღებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელიც ხელს შეუწყობს ცხიმისგან გათავისუფლებას.
ასეთ საკვებს მიეკუთვნება უჯრედისით სავსე საკვები, როგორიცაა ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლეული. ასევე, პროტეინების მიღება, რომელშიც შედის კვერცხი, თევზი, ლობიო, ხელს უწყობს კუნთის მასის შენარჩუნებას.
დამატებით, ვისაც მუცლის გახდომა სურს, უნდა მიირთვას ჯანსაღი ცხიმები ავოკადოს, თხილის და ზეითუნის სახით. აუცილებელია ორგანიზმის გაჯერება ნახშირწყლებით სავსე საკვებით – ბრინჯი, ტკბილი კარტოფილი და სხვა.
და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წყლის მიღება, რადგან ორგანიზმი მუდამ დატენიანებული იყოს და ვარჯიში, რაც ზოგადად ყოველთვის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
დადებითი მხარეები
ყველა კვებითი გეგმის დამახასიათებელი თვისებაა გარკვეული დადებითი და უარყოფითი თვისებები. თუმცა, თუ სწორად მივუდგებით ამ პროცესს, უფრო ნაკლებ ზიანს მივაყენებთ ორგანიზმს და მაქსიმალურად გამოიყენებთ მის პოტენციალს.
მუცლის ცხიმის შემცირება ხელს უწყობს საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ასევე, კარგად მოქმედებს ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებაზე, როგორიცაა გულის დაავადებები, ტიპი 2 დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი.
საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვების მიღება უზრუნველყოფს ენერგიის მაღალ დონეს მთელი დღის განმავლობაში. ამით შეგიძლიათ შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა და თავიდან აიცილოთ ზედმეტი ჭამა.
ბოჭკო არა მხოლოდ შემავსებელია, არამედ სასარგებლოა თქვენი ნაწლავების ჯანმრთელობისთვის. ის კარგია ნაწლავის მოძრაობის დარეგულირებისთვის, ამცირებს შებერილობას და ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღი ბაქტერიების ზრდას.
უარყოფითი მხარეები
კერძების მომზადება მუცლის გასახდომი დიეტისთვის, შეიძლება შრომატევადი იყოს , განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს დატვირთული გრაფიკი. ეს პროცესი ხშირად საჭიროებს წინასწარ დაგეგმვას, ახალი ინგრედიენტების შეძენას და საჭმლის მომზადებისთვის დროის გამოყოფას.
გადამუშავებული და შაქრიანი საკვების გამორიცხვამ შეიძლება შეგზღუდოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად სტუმრობთ რესტორნებს და ან სწრაფი კვების ობიექტებს. ხშირად, ამის გადალახვა მოითხოვს მოთმინებას და დროს.
გენეტიკა, მეტაბოლიზმი და ცხოვრების წესი, მნიშვნელოვნად მოქმედებს არა მარტო მუცლის ცხიმის მოსაშორებლად, არამედ წონის დაკლებაზეც. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ სხვებთან შედარებით, ზოგი ადამიანისთვის შედეგი შეიძლება არ იყოს დიდი შედეგის მომტანი.
მუცლის გასახდომი დიეტის მენიუ
თუ გსურთ სცადოთ მუცლის გასახდომი დიეტა, ქვემოთ მოცემულია შვიდდღიანი მენიუს მაგალითი. თუმცა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს სანამ გადაწყვეტთ ამ კონკრეტული ან ნებისმიერი სხვა დიეტის დაცვას.
დღე | საუზმე | სადილი | ვახშამი |
---|---|---|---|
I დღე | ისპანახის ომლეტი, მთლიანი მარცვლეულის ტოსტი, მწვანე ჩაი | შემწვარი ქათმის სალათა ზეითუნის ზეთით და ლიმონით | ოსპის წვნიანი ორთქლზე მოხარშული ბროკოლით |
II დღე | შვრია ნუშის რძით, ნიგვზით და ბანანით | ქინოა შემწვარი ბოსტნეულით და ავოკადოთი | გამომცხვარი ორაგული, სატაცური, ყავისფერი ბრინჯი |
III დღე | ისპანახის სმუზი, უშაქრო ნუშის რძე, მანგო | ინდაურის და ავოკადოს ვრაპი | შემწვარი ტოფუ შერეული ბოსტნეულით |
IV დღე | ავოკადოს ტოსტი და მოხარშული კვერცხი | კიტრის და პომიდვრის სალათა, მუხუდო და ფეტა ყველი | შემწვარი კრევეტები, ყაბაყი, პესტოს სოუსი |
V დღე | მიუსლი უცხიმო რძით, ქიშმიშით და დარიჩინით | ვინეგრეტის სალათა და ისპანახი | ქათმის მკერდი, ორთქლზე მოხარშული მწვანე ლობიო |
VI დღე | კვერცხი შებოლილი ორაგულით და შემწვარი ისპანახით | ოსპის და ბოსტნეულის წვნიანი მთლიანი მარცვლეულის პურით | შემწვარი ინდაური და შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო |
VII დღე | ბლინები მარწყვით და თაფლით | ცეზარის სალათი ქათმის ხორცით | ვირთევზა და ორთქლზე მოხარშული ბროკოლი |
შეჯამება
მუცლის გასახდომი დიეტა არის სწორი კვების გეგმა, რომელიც მუშაობს ვარჯიშთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად. ნუტრიენტებით მდიდარ საკვებზე ფოკუსირებით და აქტიურობით შეიძლება გარკვეული შედეგის მიღწევა.