ბარბექიუს სოუსის რეცეპტი
უმარტივესი ბარბექიუს სოუსის რეცეპტი, რომელსაც აქვს მოტკბო გემო და გაჯერებულია სანელებლებით. იდეალურია შემწვარ ხორცთან ერთად.
მომზადების წესი
1
მოიმარაგეთ ყველა ინგრედიენტი და ნახევარი ჭიქა წყალი.
2
შეურიეთ ყავისფერი შაქარი, კეტჩუპი, ძმარი, წყალი და Worcestershire სოუსი და აურიეთ ბლენდერით.
3
შემდეგ დაამატეთ მდოგვი, პაპრიკა, მარილი, პილპილი და ცხარე წიწაკის სოუსი და დააბლენდერეთ გლუვი მასის მიღებამდე.
4
მიირთვით ბარბექიუს სოუსი შემწვარ ძეხვეულთან, ხორცთან და ბურგერთან ერთად.
დრო15 წთ
პორცია4
კალორია40
ინგრედიენტები
- 1 ½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1 ½ ჭიქა კეტჩუპი
- ½ ჭიქა წითელი ღვინის ძმარი
- 1 ს/კ Worcestershire სოუსი
- 2 ½ ს/კ მშრალი მდოგვი
- 2 ჩ/კ პაპრიკა
- 2 ჩ/კ მარილი
- 1 ½ ჩ/კ შავი პილპილი
- 2 ცხარე წიწაკის სოუსი