კიევური კატლეტის რეცეპტი
უგემრიელესი კიევური კატლეტის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ სალათებთან, პიურესთან ან სხვა გარნირთან ერთად.
მომზადების წესი
დანაყეთ ნიორი ერთ მწიკვ მარილთან ერთად, რომ მიიღოთ გლუვი მასა. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, კარაქი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შეფუთეთ პლასტმასის შესაფუთში და შედგით მაცივარში 15 წუთით.
ქათმის მკერდს მოაყარეთ მარილი და პილპილი და ერთ ბოლოში მოათავსეთ კარაქის და ნივრის მიქსის 1/4. შემდეგ კი შეკარით ისე, რომ მიიღოთ ხორცის ბურთი კარაქის და ნივრის შიგთავსით. მჭიდროდ შეფუთეთ ცელოფანში და ნახევარი საათით შედგით საყინულეში.
სამ სხვადასხვა თასში მოათავსეთ ფქვილი და 2 ჩ/კ მარილი, ათქვეფილი კვერცხი და პურის ნამცეცები. კიევური კატლეტის თითო ბურთულა ჯერ ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს პურის ნამცეცებში. მოათავსეთ თეფშზე, გადააფარეთ ცელოფანი და გაყინეთ 15 წუთით.
ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი, ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე და საცხობ ფირფიტაზე მოათავსეთ ალუმინის ფოლგა. კატლეტები შეწვით ზეთში (1 წუთი თითო მხარე), გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და მოაყარეთ მარილი და კაიენის პილპილი.
გამოაცხვეთ კიევური კატლეტები წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, მანამ, სანამ კარაქი ფოლგაზე არ გადმოვა და შიშხინს არ დაიწყებს (15-17 წთ). თუ გაქვთ სამზარეულოს თერმომეტრი, შეამოწმეთ და კატლეტის ცენტრი უნდა იყოს 75 გრადუსი. მირთმევამდე კატლეტი ოდნავ გააციეთ.
- 2 კბილი ნიორი
- 2 ს/კ ოხრახუში
- 6 ს/კ უმარილო კარაქი
- 4 ქათმის მკერდი
- 1 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
- 2 ჩ/კ მარილი
- 2 დიდი კვერცხი
- 2 ჭიქა პურის ნამსხვრევები
- 1 მწიკვი კაიენის წიწაკა
- 2 ჭიქა მცენარეული ზეთი
- პილპილი გემოვნებით