სტეიკის რეცეპტი

რბილი და არომატული სტეიკის რეცეპტი, ნივრიან კარაქთან ერთად მარტივად მოსამზადებელი კერძი, რომელიც პირში დნება.

კერძები
სტეიკი

მომზადების წესი

1

გააცხელეთ ტაფა ან გრილი მაღალ ცეცხლზე და წაუსვით ზეთი. გაადნეთ კარაქი პატარა ქვაბში საშუალო ან დაბალ ცეცხლზე.

2

კარაქს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ნივრის ფხვნილი და აურიეთ. სტეიკის თითო ნაჭერს ორივე მხარეს მოაყარეთ მარილი და პილპილი.

3

მოათავსეთ ხორცი ტაფაზე და თითო მხარე შეწვით 4-5 წუთის მანძილზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს თერმომეტრი, რომელიც 60 გრადუსს უნდა აჩვენებდეს.

4

სტეიკი გადაიტანეთ თბილ თეფშებზე, ზემოდან წაუსვით კარაქის და ნივრის სოუსი და მირთმევამდე გააჩერეთ 2-3 წუთით.

დრო40 წთ
პორცია8
კალორია450
ინგრედიენტები
  • ½ ჭიქა კარაქი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
  • 8 სტეიკის ნაჭერი
  • მარილი და პილპილი