გემრიელი კერძის მომზადება გსურთ მაგრამ არ გაქვთ დიდი დრო? სწორედ ამისთვის არსებობს სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი კერძები.
ამ სტატიაში სწორედ ასეთი მარტივი კერძების რეცეპტების სიას გთავაზობთ, რომლებიც არა მარტო სწრაფად მზადდება, არამედ არის არომატული და ნოყიერი.
1. კატლეტი
კატლეტი არის კერძი, რომელიც ყველას უყვარს და ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ის შეიძლება მიირთვათ სხვადასხვა სოუსთან, კარტოფილის პიურესთან ან წიწიბურასთან ერთად და არის ძალიან ნოყიერი და გემრიელი.
მომზადებაში დაგეხმარებათ კატლეტის რეცეპტი, რომელიც სულ რამდენიმე ინგრედიენტს მოითხოვს. მთავარია, ახალი და მაღალი ხარისხის საქონლის ფარშის არჩევა, დამატებითი ინგრედიენტები და კატლეტი რამდენიმე წუთში მზად იქნება.
2. ომლეტი
ეს არის კლასიკა, რომელიც განსაკუთრებულ გემოს იძენს, როცა მას ჩერი პომიდვრით, ბაზილიკითა და ყველით ამზადებთ. ეს მსუბუქი და სურნელოვანი კერძი იდეალურია საუზმისთვის.
ომლეტის მომზადება იმდენად მარტივია, რომ შეგიძლიათ ეს კერძი დილით, ძალიან სწრაფად მოამზადოთ. მთავარია გქონდეთ ხარისხიანი პროდუქტები და შეწვათ საშუალო ცეცხლზე, რადგან ტექსტურა რბილი და ნაზი იყოს.
3. მექსიკური კარტოფილი
მექსიკური კარტოფილი არის გარედან ხრაშუნა და შიგნიდან რბილი, ცხარე და არომატული კერძი. ის უხდება როგორც ხორცეულს, ისე თევზეულს, თუმცა იმდენად გემრიელია, რომ ცალკეც შეიძლება მისი მირთმევა.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარტოფილი, სანელებლები და უმჯობესია მისი ღუმელში გამოცხობა. ასევე, სასურველია ის მიირთვათ მექსიკური კარტოფილის სოუსთან ერთად.
4. ფალაფელი
ფალაფელი, აღმოსავლური სამზარეულოს საოცრება, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია პოპულარული. მუხუდოსგან დამზადებული ეს პატარა ბურთულები გარედან ხრაშუნაა, შიგნიდან კი – ნაზი და არომატული.
მიუხედავად იმისა, რომ მუხუდოს დატენიანებას დრო სჭირდება, თავად მომზადების პროცესი საკმაოდ მარტივია და ამაში ფალაფელის რეცეპტი დაგეხმარებათ. დააბლენდერეთ ინგრედიენტები, გააკეთეთ ბურთულები და შეწვით ცხელ ზეთში.
5. აჯაფსანდალი
აჯაფსანდალი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია – ბადრიჯნის, პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის ჰარმონიული შერწყმა, გაჯერებული ქინძისა და ნივრის არომატით. ეს კერძი განსაკუთრებით გემრიელია ზაფხულში.
მომზადების პროცესი მარტივია და მხოლოდ რამდენიმე ეტაპისგან შედგება – თანმიმდევრულად შეწვით ბოსტნეული და ბოლოს დაამატეთ მწვანილი. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი.
6. ქათმის ფრთები
ცხარე და არომატული ქათმის ფრთები იდეალური კერძია როგორც მეგობრებთან შეკრებისთვის, ისე ოჯახურ სადილზე. სანელებლების მდიდარი, ხრაშუნა და ამავდროულად წვნიანი შიგთავსით.
ამ კერძის მომზადება იმდენად მარტივია, რომ შეიძლება სამზარეულოში გამოუცდელმა ადამიანმაც კი მოამზადოს – უბრალოდ აურიეთ სანელებლები, შეაზავეთ ფრთები და შედგით ღუმელში.
7. ყველიანი მაკარონი
ყველიანი მაკარონის რეცეპტი დაგეხმარებათ კრემისებრი, ნაზი და უგემრიელესი კერძის მომზადებაში. მდნარი ჩედარის სოუსი განსაკუთრებით არომატს სძენს მას.
ამ კერძის მომზადება რამდენიმე მარტივ ნაბიჯს მოითხოვს – მოხარშეთ მაკარონი, მოამზადეთ ყველის სოუსი და შეურიეთ ერთმანეთს. მთავარი საიდუმლო კარგი ხარისხის ყველის შერჩევაა.
შეჯამება
აქ ჩამოთვლილი საჭმელები არის მარტივად მოსამზადებელი ნებისმიერი ადამიანისთვის. მთავარია შეარჩიოთ კარგი რეცეპტები, ხარისხიანი პროდუქტი და მიჰყვეთ ინსტრუქციებს.